ბლოგი

როგორ შევარჩიოთ სწორად სამზარეულოს დიზაინი

სამზარეულოს დიზაინში ერთ–ერთ მთავარ ტენდენციად იქცა მოხერხებული და კომფორტული  სივრცის შექმნა, განსაკუთრებით პატარა ფართის შემთხვევაში.

Doremi.ge გთავაზობთ რამდენიმე იდეას თქვენი სამზარეულოს ინტერიერის დიზაინისათვის, როგორ მოვაწყოთ უფრო კომფორტულად:

პატარა სამზარეულოში ან სტუდიოს ტიპის ბინაში იდეალური გადაწყვეტილებაა ბარის მაგიდა. ეს დეტალი დაგეხმარებათ, ვიზუალურად გამოყოთ სივრცე და  ადგილი დატოვოთ  სხვა ავეჯისთვისაც.

რიგით თაროს გალამაზება და მისთვის დამატებითი ფუნქციის შეძენა იმაზე ადვილია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

ხშირ შემთხვევაში გამოუყენებელი რჩება გაზქურის კედელი, ის კარგი სათავსო შეიძლება გახდეს სხვადასხვა ნივთებისათვის. თუ მის ზემოთ მოათავსებთ ქვაბებსა და კოვზებს ყველაფერი ხელთ გექნებათ და საჭმლის მომზადებაც გაგიმარტივდებათ.

სამზარეულოში მეტი კომფორტისა და სივრცის სწორად განაწილებისთვის გამოიყენეთ სამზარეულოს კუნძულები. წინა მხრიდან სრულიად დახურული მაგიდა, უკანა მხრიდან კი სათავსო.

კომფორტისა და დეკორისათვის კარგი საშუალებაა ღია თაროები, ისინი განსაკუთრებით მოსახერხებელი გახდება, თუ სუნელებს და ბურღულელულს შესაბამის ქილებში მოათავსებთ.

სამზარეულოს გალამაზებისათვის, ინდივიდუალი სტილის  და თუნდაც მეტი სივრცის ეფექტის შესაქმნელად, აგრეთვე კარგი იდეაა სამზარეულოს კედლის წინსაფრების გამოყენება. კედლის წინსაფარი ასრულებს როგორც პრაქტიკულ როლს (იცავს კედლებს ჭუჭყისგან), ასევე დეკორატიული დატვირთვა აქვს და ამიტომაც სულ უფრო პოპულარული ხდება. სამზარეულოს წინსაფრები შეგიძლიათ გემოვნებისამებრ შეარჩიოთ და შეუხამოთ დანარჩენ ავეჯს.

იხილეთ Doremi - ის კედლის წინსაფრების მრავალფეროვანი არჩევანი: #samzareulos dizaini