ბლოგი

3 მთავარი ფაქტორი სამზარეულოს დიზაინში

სამზარეულო სახლის მთავარი ნაწილია. მიუხედავად დროისა და ტენდენციების ცვლილებისა სამზარეულო კვლავ რჩება ოჯახის წევრების თავშეყრის საყვარელ და თბილ კერად.

შესაბამისად სულ უფრო აქტუალური ხდება სამზარეულოს დიზაინი. დიასახლისები მუდმივად ფიქრობენ მის ფერებზე, სტილსა და ავეჯზე.

დორემი წარმოგიდენთ სამზარეულოს რამდენიმე ელემენტს, რომელსაც უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება მისი დიზაინის შექმნისას.

იატაკი

სამზარეულოს ინტერიერის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი  იატაკის ფერისა თუ მასალის სწორედ შერჩევაა. ამ შემთხვევაში არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საჭიროებების მიხედვით.

სამზარეულო ყველაზე მარტივად ირევა, შეიძლება სიითხები ან საჭმელი დაისხას, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ. ამ შემთხვევაში ისეთი ზედაპირი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ადვილად იწმინდება. ლინოლიუმი საკმაოდ კომფორტულია, თუმცა ის დროთა განმავლობაში მარტივად ცვდება. საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში მეტლახია. ის ადვილად არ ზიანდება. საკმაოდ გამძლეა და ჭუჭყიც არ ეკიდება.

არჩევანი ასევე შეგიძლიათ შეაჩეროთ ხის აიატკზე, რომელიც ფერს საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს და სივრცეს მდიდრულ ელფერს სძენს.

თუ რაიმე უფრო ხელმისაწვდომი გინდათ მაშინ ლამინატი საუკეთესო გამოსავალია.

 

კარადები

სამზარეულოს კარადები ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერიერში. არჩევანი ამ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანია და ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. თუმცა შეგიძლიათ უკვე არსებული დიზაინითაც ისარგებლოთ.

კლასიკური, თეთრი სამზარეულო - ეს უკანასკნელი მუდმივად ტრენდული და უპრეტენზიოა, თუმცა დროთა განმავლობაში ხდება მოსაწყენი. შეგიძლიათ თეთრ კლასიკურ ფერთან გამოიყენოთ რაიმე მკვეთრი ფერი მეტი მრავალფეროვნებისთვის.

თუ თქვენ სამზარეულოში დიდი სივრცეა და ბუნებრივი სინათლითაა სავსე. შეგიძლიათ მუქი ფერის კარადები შეარჩიოთ. მუქი ნაცრისფერი და შავი ამ შემთხვევაში არ იქნება მოსაწყენი და არც ზედმეტად ჩაამუქებს ოთახს. გარდა ამისა შავი ფერი ანტიკურ იერსახეს შესძენს მას.

ელეგანტური სივრცის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მინის კარები. ხოლო თუ არ გინდათ გამოჩნდეს კარადის შიდა მხარე გააკეთეთ ფერადი შემინვა.

არ შეგეშინდეთ ორი სხვადასხვა მასალის შერევა. შეგიძლიათ დაამზადოთ ხისა და უჟანგავი ფოლადის სამზარეულოს კარადები.

სტილი

სტილის შენარჩუნება და მისი ხაზგასმა სამზარეულოს დიზაინის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეცადეთ ბოლომდე მიყვეთ შერჩეულ სტილს და ნებისმიერი დეტალი მისი ზეგავლენით შეარჩიოთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ტრენდულ სტილს

კლასიკური სტილი - ნატურალური ფერები, ნატურალური მასალა. ამ სტილის სამზარეულოებში ყველაფერი გამოიყურება მდიდრულად. გაითვალისწინეთ, რომ მას სჭირდება დიდი სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ იქნება ისეთი როგორსაც ჩაიფიქრებთ.

სკანდინავიური სტილი - თუ თქვენთვის კომფროტი და სტაბილურობა მნიშვნელოვანია მაშინ სკანდინავიური სტილი შესანიშნავი გამოსავალია. ეს არის ეკონომიური და თავშეკავებული სტილი ღია ფერებით. როგორც წესი გამოიყენება პატარა ზომის სამზარეულოში.

თანამედროვე სტილი - ეს სტილი არის იმ დიასახლისებისთვის, რომლებიც აფასებენ სიმარტივესა და დიდი სივრცეს. ავეჯი არის მარტივი და გამოიყენება ნებისმიერი ფერი, ხშირ შემთხვევაში რამდენიმეც.

ფუტურისტული სტილი - ეს სტილი არის იმ ადამიენბისთვის, რომლებიც აფასებენ განსხვავებულობას. აქ შეხვდებით ყველაფერს ერთად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მასალა და ფერი. ამ სტილის სამზარეულოს შექმნა ყველაზე რთულია, შესაძლოა დაგჭირდეთ პროფესიონალის დახმარება.

აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ შექმნათ სამზარეულოს დიზაინი, რომელიც მუდამ აღფრთოვანებას გამოიწვევს. თქვენი და თქვენი ოჯახის წევრებისთვის კი ის კვლავ იქნება სახლის საუკეთესო ნაწილი და თბილი კერა.