ბლოგი

ალექსანდრიული კარი - საუკეთესო არჩევანი

მომხმარებელს ხშირად აინტერესებს რა განაპირობებს ამა თუ იმ კარის ფასს, რა დეტალებს ითვალისწინებს მწარმოებელი კარის დამზადებისას იმისათვის, რომ კარი ხარისხიანი, გამძლე და ვიზუალურად მიმზიდველი გამოვიდეს.

გთავაზობთ, „ალექსანდრიული კარის“ თანამედროვე ხაზის „პრემიოს“ მახასიათებლების მოკლე მიმოხილვასა და ტექნიკური დეტალების აღწერას. თუ კარის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, დამატებითი ინფორმაცია შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ კარის შერჩევისას.

რატომ ალექსანდიული კარი?

„დორემი“ მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის მწარმოებლის “ალექსანდრიული კარის” პროდუქციას. მწარმოებელი ქარხანა 22 წელია მოღვაწეობს მხოლოდ კარის მიმართულებით, ქარხნის საწარმოო ფართობი 22,000 კვ. მ შეადგენს. ამ მოდელის მახასიათებლებია:

 

  • ხის კარკასი დამზადებულია გემბანური წყობით (ხე დაჭრილია პატარა დეტალებად და ერთმანეთთან შეწეპებულია მერქნის სხვადასხვა მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს კარის გეომეტრიული ფორმის მდგრადობას მისი არსებობის მანძილზე, მიუხედავად კლიმატური პირობებისა).
  • გამოიყენება მხოლოდ ხის ბუნებრივი ანათალი (შპონი), არ გამოიყენება ე.წ. კომპოზიტური ხის ანათალი.
  • კარს მოყვება იტალიური „Morelli“-ის დამალული ანჯამები და „AGB“-ის მექანიზმი მაგნიტზე.
  • კარის ფრთა და საპირეები (ნალიჩნიკი) ერთ სიბრტყეზეა განლაგებული.
  • კარის მაქსიმალური სიმაღლეა 280სმ.
  • ზედაპირების დამუშავება ხდება იტალიური „Ivlack“ ლაქ-საღებავებით, რომელიც მზადდება უშუალოდ “ალექსანდრიული კარისთვის”. მოცემულ ლაქ-საღებავებს არ აქვს სუნი და არის ეკოლოგიურად სუფთა.
  • ზედაპირი მუშავდება 5-ჯერ ლაქ-საღებავებით და თითო ჯერზე ხელით დამუშავება („გაშკურკვა“) ხდება, რაც უზრუნველყოფს ზედაპირის იდეალურ სისუფთავეს და ხის ფაქტურის ბუნებრივობის შენარჩუნებას.
  • ფრთის სისქე 44მმ, ხმოიზოლაცია კი - 40 დეციბალამდე.
  • ფრთის შიგნით გამოიყენება ე.წ. მდფ-ის სოტო-პლიტა (1x1 მდფ-ის ძალიან მყარი ბადისებრი წყობა), არ გამოიყენება ე.წ. მუყაოს ფიჭა.
  • ხის მასალა დენის საშრობებში შრება 12-18 თვემდე.

სწორედ ამ ტექნოლოგიებით კარის წარმოება განაპირობებს მის მაღალ ხარისხს და ფასს. 

და ბოლოს...

ნებისმიერი კარის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელს. აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებული და ხარისხიანი კარის ყიდვა გონივრული ინვესტიციაა, რადგანაც უმეტესად საცხოვრებელში კარი მრავალი წლის განმავლობაში არ იცვლება. დააკვირდით როგორც კარის ვიზუალურ მხარეს, ასევე ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებსაც. კარის მახასიათებლები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენს ბინაში კომფორტული გარემოს შესაქმნელად. ალექსანდრიული კარი აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის თითოეულ კრიტერიუმს, ამიტომაც დაფიქრდით, იქნებ არჩევანი სწორედ მასზე შეაჩეროთ.